მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება სამართლიანია - Edison Research

6491df272b933
BM.GE
20.06.23 20:55
523
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება სამართლიანია. კვლევის თანახმად, 39%-ს ეს არასამართლიანად მიაჩნია.

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები