„მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგია, უმრავლესობაში დარჩა, ამიტომ მთავრობა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ქვეყანაში წესები დაცული იყოს და რეგულაციები მინიმუმამდე შემცირდეს“, - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ "ანალიტიკაში" განაცხადა. ერაძე ამ განცხადებით COVID–19 პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებს გამოეხმაურა.
„როდესაც პანდემია დაიწყო, არავინ იცოდა, ეს ვირუსი რა იყო, იდგა დილემა: რამდენადაც მეტ რეგულაციას დააწესებ, იმენად დიდი რისკია, რომ ეკონომიკა დაინგრეს. დილემაც ამაში მდგომარეობდა, რომელი უნდა არჩეულიყო - ჯანმრთელობა თუ ეკონომიკის გადარჩენა. დღეს, როცა უკვე არსებობს ვაქცინა და ვირუსზე მეტი ინფორმაცია, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ეს დილემა აღარ დგას. ყველგან მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია იყოს. ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა, რომ ეს ადამიანებამდე მიიტანოს, თუმცა რიგი ჩავარდნები მაინც არის. მათ შორის, ერთერთი ჩავარდნაა ისიც, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგია, უმრავლესობაში დარჩა. ამიტომ მთავრობა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ქვეყანაში წესები დაცული იყოს და რეგულაციები მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.