მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსაზრება, რომ სასკოლო ექსკურსიები გაძვირდა, არასწორია" - მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ი

ავტობუსი

მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის დამფუძნებელმა, გელა ჯიშკარიანმა BM.GE-სთან სასკოლო ექსკურსიების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ექსკურსიების დაორგანიზება გაძვირდა, რეალობას არ შეესაბამება.

კომპანია Buslines-ს ავტობუსების პარკი აქვს და ემსახურება როგორც რეგულარულ და ქვეყანათა შორის რეისებს, ამასთან სასკოლო ექსკურსიებსაც.

"მე არ ვიცი სხვები როგორ ითვლიან ტარიფებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, თუმცა ჩვენი ფასის კალკულაცია ხარჯის მიხედვის, ასევე საექსპლუატაციო ნაწილის და საწვავის გათვალისწინებით, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გაძვირდა, ამასთან გაზრდილი ხელფასებისა და სახელმწიფოსგან დაკისრებული გადასახადების საფუძველზე ხდება. არ ვფიქრობ, რომ მგზავრთა გადაყვანის სერვისი გაძვირებულია.

მაგალითად, 50 კილომეტრის რადიუსში სასკოლო ექსკურსიები 800-1000 ლარი ღირს. მომხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ კომპანიისთვის სასკოლო ექსკურსიის სერვისის შეთავაზება ძალიან დიდი დატვირთვაა. ამის მიზეზი ის რეგულაციებია, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. მძღოლი სათანადოდ უნდა იყოს შემოწმებული, ყველა უსაფრთხოების ზომა დაცული უნდა იყოს, ამასთან, მძღოლს ინსტრუქტაჟი გავლილი უნდა ჰქონდეს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ავტობუსი უნდა იყოს გამართული. ტექდათვალიერება უნდა გავიაროთ, ასევე სავალი ნაწილებიც გამართული უნდა იყოს, რომელიც გაძვირებულია. მაგალითად, ერთი საბურავის შესაძენად, მინიმუმ 1000 ლარია საჭირო. ავტობუსს კი 8 საბურავი აქვს“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

"მოთხოვნა ძალიან დიდია და ავტობუსების დეფიციტია" - მშობლები სასკოლო ექსკურსიებზე

კომპანიის დამფუძნებელი ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კადრები მათი სექტორისთვისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მართალია მათი მძღოლები ყველა სეზონზე დაკავებულები არიან, რადგან კომპანია მხოლოდ სასკოლო ექსკურსიებით არ შემოიფარგლება, თუმცა ბაზარზე არაერთი კომპანიაა, რომლის მძღოლებსაც არასეზონურ დროს სხვა სამსახურის მოძებნა უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები