მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსკოვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროვოკაციების თავიდან აცილებას ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სასაზღვრო რაიონებში" - რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო

"მოსკოვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროვოკაციების თავიდან აცილებას ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სასაზღვრო რაიონებში, რამაც, შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს” - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიპლომატიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაეროს თანათავმჯდომარე ჯიჰან სულთანოღლუს და ეუთოსა და ევროკავშირის დელეგაციებს შეხვდა.

"რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობის პრიორიტეტულ სფეროებში კოლექტიური ძალისხმევა გაიზარდოს და აქცენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაკეთდა. ამასთან, აღინიშნა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრებზე პროვოკაციების აღკვეთის მნიშვნელობა და დაძაბულობის ესკალაციის აღკვეთა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები