მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის აეროპორტებში, დრონების თავდასხმის გამო, 74 ავიარეისი გადაიდო - როსავიაცია

აეროფლოტი

მოსკოვის სამ აეროპორტში - ჟუკოვსკის, ვნუკოვოს და დომოდედოვოში, დრონების თავდასხმის გამო დაწესებული ფრენების შეზღუდვების შედეგად ჯამურად 74 ავიარეისი გადაიდო - ინფორმაციას რუსული მედია როსავიაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული უწყების წარმომადგენელი ტელეგრამ-არხში წერს, რომ აეროპორტებში ფრენების შეზღუდვა სამოქალაქო ავიახომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედებდა 31 აგვისტოს ღამის და პირველ სექტემბრის დილის საათებში მოქმედებდა.

„საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვების გამო სათადარიგო აეროდრომზე 43 ხომალდი გადამისამართდა“, - განაცხადა „როსავიაციის“ წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, 1 სექტემბრის ღამეს მოსკოვთან მიახლოებისას 11 დრონი ჩამოაგდეს. დრონები გაანადგურეს რამენსკის, ოდინცოვოს, ლენინსკის რაიონებში, სტუპინოსა და პოდოლსკის მახლობლად. ორი მათგანი მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას ცდილობდა, ხოლო ერთი უპილოტო აპარატის ჩამოვარდნის გამო ქარხნის ტექნიკურ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის რეგიონებში 158 თვითმფრინავის განადგურება მოხდა, მათ შორის ორი მოსკოვის და შვიდი მოსკოვის რეგიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები