მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა დღესაც არ განახლდება

6221ae75ca750
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.22 10:16
683
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე ზედიზედ მეოთხე დღეა ვაჭრობა არ ახლდება.

ბირჟაზე ვაჭრობის გახსნის გადაწყვეტილებას რუსეთის ცენტრალური ბანკი იღებს, მარეგულირებელი კი იუწყება, რომ მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა 4 მარტსაც არ გაიხსნება. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"რუსეთის ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლის 4 მარტს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ განაახლოს საფონდო ბაზრის სექციაში, რუბლის ანგარიშების „გამოსყიდვა: მისამართის შეკვეთების“ სექციის რეჟიმის გარდა; ვადიანი ბაზრის სექციაში, ფულის განყოფილების წარმოებული საბაზრო ინსტრუმენტების გამოკლებით „დახურული პოზიციების“ რეჟიმში, საქონლის სექციასა და ფიუჩერსების სარკისებრი ხელშეკრულებების ორიგუნალურ პლატფორმებზე მოსკოვის დროით 10-დან 18:45 საათამდე; ასევე ვაჭრობა არ განახლდება სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე.

2022 წლის 5 მარტის მოსკოვის ბირჟის სამუშაო რეჟიმის რუსეთის ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 მარტს 9 საათამდე გამოქვეყნდება", - ნათქვამია ცენტრბანკის განცხადებაში.