მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის პირველი რეაქციები „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტზე

სს

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში" სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთელი ძალისხმევა ხალხის გადარჩენისკენ არის მიმართული.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს ზარებს მთელი მსოფლიოდან რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც მწუხარებას გამოხატავენ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მტკიცედ გმობენ. ახლა, როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, მთელი ძალისხმევა ხალხის გადარჩენას ეძღვნება. მთელი მსოფლიო საზოგადოება ვალდებულია დაგმოს ეს ამაზრზენი დანაშაული“, - ამბობს ზახაროვა.

FBK დირექტორი ივან ჟდანოვი, აღნიშნულ ფაქტს შემდეგნაირად ეხმიანება:„ბოლო დროის ყველაზე დიდი ტერაქტი აშკარად „კროკუს სითი ჰოლში" ხდება. აშშ-ის საელჩომ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა შესაძლო ტერორისტული თავდასხმების, მათ შორის კონცერტების შესახებ".

Baza-ს მთავარმა რედაქტორმა ნიკიტა მოგუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა, აშშ-ის საელჩოს გაფთხილებაზე, რომელიც მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ წერდა.

"ნება მომეცით გავამახვილო ჩვენი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე ხნის წინ „დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებმა“ გააფრთხილეს რუსეთი ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ. „ბაზამ“ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის პოლიცია იყო მომზადებული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, არავითარი მზადყოფნა. როგორ ხარ შსს?", - წერს ნიკიტა მოგუტინი.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით კი ინციდენტის დროს დაზარალებულებს, ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

„დღეს საშინელი ტრაგედია მოხდა სავაჭრო ცენტრში Crocus City. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებს. გავეცი ბრძანება, რომ ყველა საჭირო დახმარება აღმოეჩინა, ვინც ინციდენტის დროს დაზარალდა“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის: შშ-ის საელჩომ მოქალაქეები მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილა. განცხადებაში ეწერა, რომ „საელჩო იკვლევს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექსტრემისტები უახლოეს მომავალში გეგმავენ თავდასხმას მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე და აშშ-ის მოქალაქეებს უნდა მივცეთ რჩევა, მოერიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. იგივე ინფორმაცია გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები