CNN-ი რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალ კვირას მოსკოვის საფონდო ბირჟა ვაჭრობას არ განაახლებს. რუსეთის ცენტრალური ბანკის განაცხადებით, უცხოური ვალუტის ბაზარი ორშაბათს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება და სასაქონლო ვაჭრობა განახლდება.
რაც შეეხება საფონდო ბირჟის ოპერაციებს 21 მარტის კვირაში, ცენტრალურმა ბანკი ამბობს, რომ აღნიშნულზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიხურა. აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შედეგად, რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა.




























