მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვმა კამალა ჰარისი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა და რუსეთში შესვლა აუკრძალა

626189b011544
თამთა ჯიჯავაძე
21.04.22 20:42
1396
რუსეთმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჰარისს სანქციების მიხედვით კიდევ 28 ამერიკელ მაღალჩინოსანთან, ბიზნესმენსა და ჟურნალისტთან ერთად, რუსეთში შესვლა აეკრძალა.

სანქცირებულთა სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. სიაში არის Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგიც, თავდაცვის ვიცემდივანი კეთლინ ჰიკსი და პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი.

„ამ ადამიანებს რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე უარი აქვთ“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები