მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" ტერქატის მსხვერპლთა რიცხვი 60-ს აჭარბებს

მოსკოვი კროკუს ცენტრი
23.03.24 10:02
420

რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 22 მარტს კროკუს სითი ჰოლში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში" სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარასკევსვე, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურ ექსტრემისტულ ჯგუფ ISIS-თან დაკავშირებულმა ქსელმა. ამასთან, ცნობილია, რომ აშშ რუსეთს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა, რასთან დაკავშირებითაც მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გასულ კვირას გაფრთხილებაც გამოაქვეყნა.

თეთრი სახლის განცხადებით, არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან უკრაინას რაიმე კავშირი აქვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები