მოსკოვში "ლოქდაუნის" ფარგლებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები ისევ დაიხურა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატებას ისევ განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას მხოლოდ აფთიაქები, პირველადი საჭიროების მაღაზიები და კვების ობიექტები გააგრძელებენ.
ახალი მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდულად მაღალი 40,095 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1,159 ადამიანი.
რუსეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიმდინარეობს და 23 ოქტომბრის მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32.8%-ია სრულად ვაქცინირებული.
BBC-ის მიხედვითვე, რუსეთში ასეთი მასობრივი "ლოქდაუნი" ბოლოს გასული წლის მაისი-ივნისის პერიოდში გამოცხადდა.




























