მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 57%-ით გაიზარდა

5ee1e3a8b3c71
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.20 12:00
952
მაისში, რუსეთის დედაქალაქში ჯამურად 15,713 ადამიანი გარდაიცვალა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 57%-ით მეტია. გასულ თვეში გამოვლენილი სიკვდილიანობა ბოლო 3 წელში ამავე პერიოდში გამოვლენილ საშუალო მაჩვენებელს 58%-ით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსული ინფექცია გარდაცვალების ძირითად ან თანმდევ მიზეზად 5,260 შემთხვევაში დადასტურდა.

ქალაქის ხელისუფლების მონაცემებით, Covid-19 გარდაცვალების გამომწვევ ძირითად მიზეზად 2,575 შემთხვევაში დადასტურდა, ხოლო თანმდევ მიზეზად კიდევ 2,503 შემთხვევაში.

მაისში გამოვლენილმა სიკვდილიანობამ ასევე გადააჭარბა აპრილის მაჩვენებელსაც. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ დაავადების გავრცელების პიკი აპრილის ბოლოს დაიწყო, ხოლო გავრცელების პიკსა და სიკვდილიანობის ზრდას შორის როგორც წესი 2-3 კვირიანი შუალედია.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქში ახალი კორონავირუსული ინფექციით სულ 3,138 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამურად გამოვლენილია თითქმის 200,000 შემთხვევა.

რაც შეეხება მთლიანად რუსეთს, 11 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ის 493,023 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6,532 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 261,150 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები