მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვთან ახლოს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის 3 წევრი ემსხვერპლა

jet

მოსკოვის მახლობლად მგზავრებისგან თავისუფალი სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სამივე წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას რუსეთის გადაუდებელი დახმარების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავი Gazprom Avia-ს ეკუთვნოდა - ავიაკომპანიას, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მმართველობაში მყოფი, ბუნებრივი აირის გიგანტის, Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავს შესაკეთებელი ღონისძიებები ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი მოსკოვის აეროპორტში მიფრინავდა, რა დროსაც მოხდა ავიაკატასტროფა.

მომხდარზე გამოძიებას რუსეთის წამყვანი საგამოძიებო სააგენტო ატარებს, რომელმაც მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები