საქართველოს მთავრობა მოსკოვში "კროკუს სითი ჰოლში" განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს, ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის საუბარი:
"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,"- ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 22 მარტს კროკუს სითი ჰოლში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში" სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარასკევსვე, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურ ექსტრემისტულ ჯგუფ ISIS-თან დაკავშირებულმა ქსელმა. ამასთან, ცნობილია, რომ აშშ რუსეთს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა, რასთან დაკავშირებითაც მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გასულ კვირას გაფრთხილებაც გამოაქვეყნა.