უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს. ზელენსკი საკუთარ მილოცვაში ტრამპთან სექტემბერში გამართულ შეხვედრას იხსენებს, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულება განიხილეს.
“ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში შთამბეჭდავ გამარჯვებას. ვიხსენებ ჩვენს დიდებულ შეხვედრას სექტემბერში, სადაც აშშ - უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა დეტალურად განვიხილეთ, ასევე “გამარჯვების გეგმა” და ის გზები, რამაც უკრაინაში რუსეთის აგრესია უნდა დაასრულოს. მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას და ერთგულებას გლობალურ პოლიტიკაში “მშვიდობა სიმტკიცის” პრინციპის მიმართ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რაც უკრაინას მშვიდობასთან მიიყვანს. მოუთმენლად ველით ტრამპის ლიდერობით ძლიერი აშშ-ის ერის დაწყებას. ასევე, ველით, რომ გაგრძელდება ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც ორივე ერისთვის მოგებიანი იქნება. მოუთმენლად ველი პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვება და განვიხილო ის გზები, რაც გააძლიერებს უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას”, - წერს ზელენსკი X-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კამალა ჰარისს ამარცხებს, უკვე იზეიმა არჩევნებში გამარჯვება და ფლორიდაში მხარდამჭერებს მიმართა.