მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვი" 1 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის პირბადეებს უსასყიდლოდ შეკერავს

5e732005dd1b9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.20 12:10
2014
ტექსტილის საწარმო „მოვი“, რომელიც თბილისში მდებარეობს, 1 თვის განმავლოაბში, სახელმწიფოსთვის პირბადეებს უსასყიდლოდ შეკერავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „მოვის“ წარმომადგენელმა ანა ადნრონიკაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ჩართული იყო ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც პირბადეების დეფიციტის გადაჭრას ეხებოდა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი რესურსით ეწარმოებინათ პირბადეები.

„გუშინ სახელმწიფომ გადმოგვცა მასალა და ჩვენმა სამკერვალომ გადაწყვიტა უსასყიდლოდ შეკეროს ის პირბადეები.

გუშინ უკვე შევუდექით საქმეს და დღეს რაღაც რაოდენობა გვექნება.

რა მარაგიც გადმოგვეცა სახელმწიფოს მხრიდან ამ დროისთვის, დაახლოებით 100 000 ცალამდე შეიკერება ალბათ. ჩვენ არ ვიყავით ამ მიმართულებით სპეციალიზებულები და ამიტომ გვიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, ადგილზე არსებული რესურსით საკერავი მანქანებითა და ხელით მოგვიწევს პირბადეების კერვა. ვფიქრობთ, რომ ასეთი კრიზისული პერიოდის გათვალისწინებით 1 თვე ვიმუშავებთ უსასყიდლოდ“, - ამბობს „მოვის“ წარმომადგენელი.

როგორც ანა ანდრონიკაშვილი განმარტავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კომპანია ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ამის გამო საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობს.

„სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობის გამო საწარმო სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ყველა ადამიანს აქვს შიშის ფაქტორი და ჩვენ ვერ ვაიძულებთ, მოვიდნენ. იმ რესურსით, რაც დღეს გაგვაჩნია, სავარაუდოდ, პარტიის პირველი ნაწილი დღეისთვის იქნება მზად, ხოლო სრულად პარტია კვირის ბოლოსთვის იქნება მზად. რა რაოდენობაც დასჭირდება სახელმწიფოს, იმ რაოდენობას შევკერავთ. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საწარმოს დამატებით მასალას თავად მოიძიებს - იქნება ეს რეზინა, ძაფი, თანამშრომელთა ხელფასები და ა.შ. რაც იქნება საჭირო ყველაფერს ჩვენი საწარმო უზრუნველყოფს. გვინდა, მოვიძიოთ ასევე მარლა, იმიტომ, რომ მარლის მარაგები ამოიწურა და უნდა მოხდეს მისი შემოტანა.

საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, ახლა 40 ადამიანი დადის. ვითვალისწინებთ ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს რისკ ჯგუფებისა და დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა ანდრონიკაშვილმა.

ცნობისთვის, ტექსტილის მწარმოებელი ექსპორტიორი კომპანია „მოვი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ექსპორტზე გააქვს ზედა ტანსაცმელი, იგივე ქურთუკების,  ლაბადები, შარვლები და ა.შ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები