მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვუწოდებ პროდასავლურ პარტიებს, მოქალაქეებს დავდგეთ ერთად გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის" - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს.

"სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა საჭიროა ჩვენი, ქართველი ხალხის, მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები