მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოწინავე ავტომწარმოებლები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

600e649671db9
თათია კაკიაშვილი
25.01.21 23:30
1388

Visual Capitalist გვთავაზობს სიას, რომელია მსოფლიოში ავტომობილების საუკეთესო მწარმოებელი კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით და როგორი შეიძლება იყოს საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი.

გამოცემის ცნობით, ამ მწვავე “რბოლაში” პირველ ადგილს Tesla იკავებს. ელექტრომობილების და სუფთა ენერგიის მიმდევარი კომპანია 2020 წლის ივნისში მსოფლიოში ყველაზე ღირებული ავტომობილების მწარმოებელი გახდა და მისი სიჩქარის შენელების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. Tesla-ს კონკურენტული უპირატესობა კვლევასა და განვითარებაზე  აქცენტირების შედეგად მოდის. ამასთან, მისმა ბევრმა კონკურენტმა აღიარა, რომ Tesla-ს ელექტრონიკა ბევრად აღემატება კონკურენტებისას - მისი ელემენტები და სპეციალიზირებული ჩიპები დაახლოებით ექვსი წლით უსწრებენ ინდუსტრიის ისეთ სხვა გიგანტებს, როგორებიცაა Toyota და Volkswagen-ი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Tesla-ს განვითარების ეს მაჩვენებელი და სწრაფვა ინოვაციებისკენ ინდუსტრიაში "მწვანე რევოლუციას" გარდაუვალს გახდის: უკვე მრავალი მსხვილი ბრენდი მიჰყვება კომპანიის კვალს და საკუთარ ამბიციურ გეგმებს საჯაროს ხდის - რომ მალე სულ უფრო მეტი ელექტრომობილი დაემატება მსოფლიოში წამყვანი ავტომწარმოებელი კომპანიების ავტოპარკს.

ამასობაში, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი, Toyota კი მუდმივად ზრდის ელექტრომობილების წარმოებას. მაგალითად, 2020 წელს მან 10 000 ასეთი ავტომობილი გამოუშვა, ხოლო 2021 წლის ბოლომდე ამ რაოდენობის გაზრდას 30 000-მდე აპირებს. ეტაპობრივი ზრდის მეშვეობით, კომპანია იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის 500 000 ელექტრონული ავტომობილის წარმოებით საკუთარ დაგეგმილ მიზანს მიაღწევს. 

2025 წლისთვის Volkswagen-ი გეგმავს 86 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ციფრულ და ელექტრომობილების ტექნოლოგიებში. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომწარმოებელი, კონკურენტებთან შედარებით, ყველაზე მეტი მთლიანი შემოსავლის მობილიზებას ახერხებს წამში, გასაკვირი არაა, რომ Volkswagen-ი მომავალს იმედიანად ელის, რათა მინიმუმ ეს მაჩვენებლები შეინარჩუნოს. ასევე, კომპანია გეგმავს, 2030 წლისთვის ჰიბრიდულ და ელექტომობილებზე გაყიდვების წილი 40-დან 60%-მდე გაზარდოს.

2025 წლისთვის, General Motors-ი 27 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ელექტრო და სრულად თვითმართვადი მანქანების წარმოებაში. კომპანია ასევე იმედოვნებს, რომ 4-5 წელიწადში 30 ახალი ელექტრომობილის გამოშვებასაც შეძლებს. General Motors-ს ერთი განსაკუთრებული ფაქტორი ანიჭებს დიდ უპირატესობას: კომპანიის მიერ შექმნილი ელექტრომობილებისთვის საჭირო ელემენტები, რომლის მეშვეობითაც ახალდამუხტული ავტომობილების გარბენი 644 კილომეტრით გაიზრდება მხოლოდ  ერთი დატენვით. ეს კი ის მაჩვენებელია, რაც Tesla's Model S-ს თავისუფლად გაუწევს კონკურენციას.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, Fiat Chrysler–მა და Peugeot S.A–მ სულ რაღაც 1 კვირაა, რაც დაასრულეს შერწყმა Stellantis-სთვის. შედეგად, 52 მილიარდ დოლარიანი გარიგებით, კომბინირებული ძალებითა და სახსრებით, ჰოლანდიური ავტომობილების ახალი მწარმოებელი იმედოვნებს, რომ ამ მოდელით კონკურენციას გაუწევს უფრო დიდ ბრენდებს.

Honda-ს 2050 წლის გეგმებში კი შედის ის, რომ კომპანია მაქსიმალურად ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, საკუთარ ფინანსურ რესურსებს ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის გამოიყენებს. 

2022 წლისთვის, Ford–ის მთავარი სტრატეგია ახალი მყიდველების მოსაზიდად, 11.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ელექტრომობილების წარმოებისთვის. წინასწარი ინფორმაციით, Ford-ის ახალ ელექტომობილების სალონში iphone-ისა და Netflix-ის გასართობ არხებსაც უნდა ველოდოთ, მძღოლებისთვის მორგებულ ბევრ ტექნოლოგიურ სიახლესთან ერთად, ამ ინოვაციურობით კი Ford-ი ნამდვილ პირველ ტექნოლოგიურ ავტომოდელს შექმნის.

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტორბოლას ერთი საერთო მიზანი აქვს: ელექტრომობილების წარმოების ინოვაციით ინდუსტრიის საერთო ხარჯების შემცირების ხელშეწყობა, ავტომობილების სრული ასორტიმენტის გაფართოება და პოტენციური მყიდველების რიცხვის ზრდა. თუმცა, მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს, რომელი ავტომწარმოებელი შეძლებს უახლოეს პერიოდში Tesla-ს ადგილის დაკავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები