მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში – თენგიზ ცერცვაძე

5e98a3ae47ce6
თამთა ჯიჯავაძე
16.04.20 22:15
1803
მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის უშუალოდ დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია იმ პიროვნებებზე, რომელთაც ახლა უსმენდით ბრიფინგზე და დამოკიდებულია პირველ რიგში საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში პირველ რიგში მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი", – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამასთან გვჭირდება უფრო პირდაპირ მოქმედი მედიკამენტები.

"ოღონდ ეს არ არის ჩვენზე და ჩვენს ხელისულფებაზე დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია მედიცინის პროგრესზე. მსოფლიოში ამჟამად გამოცდას გადის 15–16 მედიკამენტი. ზოგიერთი ახლად შექმნილია და ზოგიერთი სხვა დაავადებების დროს გამოყენებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები