მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობა FDI-ის უმსხვილეს დარგებში ვერ მოხვდა - ვინ ჩადო ინვესტიცია III კვარტალში

5fd23488a6d98
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.20 19:40
1389
2020 წლის III კვარტალში მშენებლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს სექტორებს შორის არ არის, მაშინ როდესაც 2019 წლის ივლისი-აგვისტო-სექტემბერში აღნიშნული სექტორი 43.4 მლნ დოლარის ინვესტიციით რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებდა და FDI-ის მიხედვით უმსხვილეს ეკონომიკურ სექტორებში 10.4%-იანი წილი ეკავა.

სამწუხაროდ, დარგი, რომელიც წინა წლებში ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი იყო, წელს ეკონომიკური საქმიანობის "დანარჩენ სექტორებში" მოხვდა, სადაც ინვესტირებულმა თანხებმა ჯამში III კვარტალში 21.8 მლნ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, BM.GE დაინტერესდა, ვინ დებდა ინვესტიციას მშენებლობის სექტორში აღნიშნულ პერიოდში და უმსხვილესი კომპენიების სია გამოითხოვა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში TOP-ინვესტორების 20-ეული ასეთია:

• სს სისთემ ინშაათ-ის წარმომადგენლობა საქართველოში სისთემ ინშაათ ჯორჯია;
• შპს ბაუერ ჯორჯია ფაუნდეიშენ სპეციალისტს;
• სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა ეჯეთაშ-ის საქართველოს ფილიალი;
• გოქსინ ინშაათ გიდა ელექტრიკ ტურიზმ ტექსტილ ბილიშიმ ვე თუქეთიმ მალლარი ფაზარლამა სანაი ვე თიჯარეთ-ის თბილისის ფილიალი;
• შპს ვიზ;
• შპს ბოთამ იაფი გრუბუ ინშაათ თააჰჰუთ ჰაფრიათ მადენჯილიქ ტურიზმ სოსიალ ჰიზმეთლერ თიჯარეთ სანაი-ის საქართველოს ცენტრალური ფილიალი;
• ჰიდრო ინშაათ სერვისის ფილიალი საქართველოში;
• სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
• შპს სერვის ნეტ გრუპი;
• ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი;
• შპს ნივაქ ქონსთრაქშენ გე;
• შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI;
• შპს იპოცენტრი;
• სს სმკ ულუსალ ინშაათ ვე თიჯარეთ-ის ფილიალი;
• შპს ჯეორჯია სპეცგიდროენერგომონტაჟ;
• შპს ალიანს კონსტრაქშენ;
• თავ მშენებლობა საქართველო;
• შპს ჯეო ტრაქტორი;
• შპს ფინალი;
• იქი მიმარ მიმარლიქ ინშაათ თააჰჰუთ თიჯარეთის საქართველოს ფილიალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები