მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ვადები - რის საშუალებას აძლევს კანონი დეველოპერულ კომპანიას?

თეზელაშვილი
26.09.24 14:51
197

"პირველიდან მეოთხე კლასამდე ობიექტების მშენებლობის ვადები დგინდება ადგილობრივი თვითმმარვთველობის შესაბამისი ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა ეს არის – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;

სამშენებლო ვადების დარღვევა სწორედ ის საკითხია რაზედაც ყველაზე ხშირად იწყება დეველოპერულ კომპანიებსა და ფიზიკური თუ იურიდიული პირებს შორის პრობლემები.

უძრავი ქონების მაძიებელი უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი თვითმმარვთველობის შესაბამისი ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემული ბრძანებით, სადაც დეტალურად გაწერილია ყველა ის ეტაპი, რასაც ავალდებულებს სამშენებლო კომპანიას დამტკიცებულ მრავალფუნქციურ ან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის შეთანხმებული პროექტის მშენებლობის ნებართვით.

მყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში გაწერილ მშენებლობის ვადას, უნდა შეადაროს სცდება თუ არა ის ვადა ადგილობრივი თვითმმარვთველობის შესაბამისი ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის ბრძანებას. თუ სცდება, უნდა მოითხოვოს სამშენებლო დეველოპერული კომპანიისგან ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე აქვთ თვითნებურად გაზრდილი მშენებლობის ვადები კანონის საფუძველზე დამტკიცებული ბრძანების ვადასთან მიმართებით და მოსთხვოს კორექტირება.

უძრავი ქონების მაძიებელმა აგრეთვე უნდა იცოდეს, რომ დეველოპერულ კომპანიებს კანონი აძლევს საშუალებას მშენებლობის ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში გააკეთოს მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლაზე განაცხადი. აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას ვამახვილებ გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მშენებარე მრავალბინიან ან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში ფართების მფლობელებიდან ისმის ჩივილი დეველოპერული კომპანიების მიმართ, რომ ისინი ნებას არ რთავენ ექსპლუატაციაში მიღებამდე მესაკუთრეებს, მათ მიერ შეძენილ ფართებში ინდივიდუალურად თავიანთი მოძიებული ხელოსნების მიერ სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე. დეველოპერული კომპანიებს არ აქვთ უფლება დაუშვან მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო მოედანზე უცხო პირები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ყველა ქმედება და გამოწვეული რისკები პირდაპირ დეველოპერული კომპანიის პასუხისმგებლობაა, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფულად სანქციებზე, რასაც სახელმწიფო უდგენს.

ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე უძრავი ქონების შემძენი ვალდებულია კარგად გაეცნოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში გაწერილ თითოეულ მუხლს და მათში შემავალ პუნქტებს, გადაამოწმოს თითოეული საკითხი პროფესიონალთან ერთად რათა სამომავლოდ თავიდან აიცილოს რიგი უსიამოვნებები."

ბექა თეზელაშვილი - იურისტი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები