მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გვჭირდება იურისტი უძრავი ქონების შეძენისას?

თეზელაშვილი
18.07.24 09:29
2879

"უძრავი ქონების შეძენა ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პროცესს წარმოადგენს. აღნიშნულ პროცესის მიმდინარეობისას რიგ შემთხვევაში ხდება როგორც ბიუროკრატიული, აგრეთვე სამართლებრივი პრობლემების წარმოჩენა.

იურისტის ჩართულობა სწორედ იმ მომენტიდან არის აუცილებელი, როდესაც უძრავი ქონების მაძიებელი მისთვის სასურველ მისამართზე, მისთვის სასურველ უძრავ ქონებას შეარჩევს. იურისტმა პირველ რიგში უნდა გადაამოწმოს შერჩეული უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა და სტატუსი. თუ აღნიშნული ქონება განთავსებულია მშენებარე ობიექტში, აუცილებელია გადამოწმდეს მშენებარე კომპანიის სამართლებრივი სტატუსი, მისი მდგომარეობა, აგრეთვე უნდა გადამოწმდეს იმ მიწის საკადასტრო კოდის სტატუსი სადაც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, ვინაიდან არ იყოს მასზე დადებული რაიმე ყადაღა, შეზღუდვა ან ისეთი გარემოება, რაც ხელს შეუშლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არის ის ეტაპი, რომელიც უკვე აგვირგვინებს მყიდველსა და გამყიდველს შორის ერთმანეთში სამართლებრივ ფორმას. აუცილებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ავტორი: ბექა თეზელაშვილი - იურისტი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები