მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გავითვალისწინოთ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე?

თეზელაშვილი
01.08.24 00:00
2061

უძრავი ქონების მაძიებლის მიერ მისთვის სასურველ მისამართზე, მისთვის სასურველი უძრავი ქონების შერჩევის შემდგომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროს საჯაროო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები დეტალურად უნდა იყოს გაცნობილი გამყიდველის მიერ მყიდველისათვის. ადრე დიდად ყურადღებას არ აქცევდნენ მყიდველები და ძირითადად რასაც სთავაზობდა გამყიდველი კომპანია, უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ მათ პირობებს, თუმცა, დღეს შეიცვალა უკვე გარემოება და მყიდველები თავიანთ შეთავაზებას აკეთებენ გამყიდველის მიერ წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე, რაც მართებულია და სწორედ ასე უნდა იყოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ გადამოწმდეს გამყიდველი კომპანიის სამართლებრივი სტატუსი და მდგომარეობა, უნდა გადამოწმდეს აღნიშნული იუსტიციის სამინისტროს სამეწარმეო რეესტრში. აგრეთვე უნდა გადავამოწმოთ გამყიდველი კომპანიის მდგომარეობა ყადაღების და აღსრულების ბიუროში, რომ რაიმე შეზღუდვა ან ყადაღა არ ედოს რაც შემდგომ პრობლემას გახდის ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციას.

უნდა გადამოწმდეს არქიტექტურის სამსახურში შეთანხმებული პროექტის და მასზე გაცემული ვადები ემთხვევა თუ არა ხელშეკრულებაში უძრავი ნივთის დასრულების ვადებს, მის გადაცემის ვადებს. აგრეთვე, უნდა შევამოწმოთ ექსპლუატაციაში მიღების ვადები თუ არის ხელშეკრულებაში გაწერილი და თუ ეს, გამყიდველ კომპანიას არ აქვს მასში ასახული, აუცილებლად უნდა შევიტანოთ ხელშეკრულებაში. ამისთვის საჭიროა მას მივცეთ, ანუ გამყიდველ კომპანიას მივცეთ გონივრული ვადა მინიმუმ 6 თვის ვადით.

ავტორი: ბექა თეზელაშვილი - იურისტი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები