მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[მსხვილმა ბიზნესმენმა] უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არსებობს წითელი ხაზები - ფინანსისტი

ვასილ რევიშვილი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, <მსხვილმა ბიზნესმენმა> უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არსებობს წითელი ხაზები. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის მიერ „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებების კომენტირებიისას თქვა. „არ ვამართლებ, მაგრამ მესმის მათი“, - ამბობს ფინანსისტი.

- ყველა დროში, ყველა ხელისუფლების დროს, მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი რატომ არის მთავრობის მხარდამჭერი?

- ეს პრობლემა სამყაროსავით ძველია და ასეა არ მხოლოდ საქართველოში; ალბათ ყველა იმ ქვეყანაში დგას მსგავსი პრობლემა, სადაც ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმებია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ რისკი დიდია... დასაკარგი ბევრი აქვთ. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, მსხვილმა ბიზნესმა მხარი დაუჭირაო, მოდი, ასე ვთქვათ - მხარი კი არ დაუჭირეს, არამედ წინააღმდეგ არ წავიდნენ... ეს არ არის კარგი საქციელი, მაგრამ შეიძლება, მათი მესმოდეს, რადგანაც დასაკარგი ბევრი აქვთ.

- და ეს ამართლებს მათ საქციელს?

- არ ვამართლებ, მაგრამ მათი მესმის.

- სად გადის ზღვარი, როდესაც რთული ხდება გამართლების მოძებნა?

- ზღვარი გადის იქ, სადაც მომავალი დგება საფრთხის წინ და დღეს ამ ზღვართან ძალიან ახლოს ვართ.

- „ბიზნესმენებო, მოეგეთ გონს! თქვენ ახლა კვებავთ ურჩხულს და გამოეცალეთ“ - რამდენიმე დღის წინ მენეჯერმა და ყოფილმა ბანკირმა ნიკოლოზ შურღაიამ ამ სიტყვებით მიმართა ბიზნესმენებს „წერტილიდან“...

- კარგად უთქვამს. მე ასე მკაცრად არ ვიტყვი, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს საკუთარი შვილების მომავალზე.

- ისინიც, ვისაც ბევრი აქვს დასაკარგი?

- დიახ... არ მგონია, მომავალზე, შვილებზე ძვირფასი ვინმე და რამე იყოს...

- რა მისცემს გამბედაობას მსხვილ ბიზნესს?

- არავის ვთხოვ ყიჟინას. ელემენტარულად, აგრძნობინონ ხელისუფლებას, რომ მათი ერთგულება უპირობო არ არის და არსებობს რაღაც წითელი ხაზები.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- უმსგავსობას და ვიწრო, ჯგუფური, პირადი ინტერესების გამო, ქვეყნის მომავლის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები