მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილმა ჩინურმა ბანკმა რუსეთთან და ბელარუსთან ტრანზაქციები შეწყვიტა

ჩინეთი რუსეთი

მსხვილმა ჩინურმა ბანკმა, რომელიც მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებში იყო ჩართული, რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

Chonzhou Commercial Bank-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, მომავალი კვირიდან ტრანზაქციები სრულად შეწყდება და ბანკი ზემოხსენებული სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის სერვისის გაწევას შეწყვეტს.

უნდა აღინიშნოს, რომ Chonzhou Bank-ის სერვისებს რუსული კომპანიები განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ იყენებენ, რაც ისინი SWIFT-ის სისტემას გამოეთიშნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსი იმპორტიორების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ბანკზე მოდიოდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეზღუდვის ამოქმედება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც ჩინეთს ფინანსური სანქციების დაწესებით ემუქრება, თუკი ჩინური ბანკები რუსი მილიარდერების და კრემლთან დაკავშირებული კომპანიების დახმარებას არ შეწყვეტენ.

მართალია, ოფიციალურ პეკინს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, დამოუკიდებელი წყაროები ახალი შეზღუდვების ამოქმედებას ადასტურებენ.

ზოგადად, ჩინეთის საბანკო-საფინანსო სექტორს რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლეთის ბაზრიდან მოკვეთის შემდეგ, მოსკოვს დაფინანსების მიღების ერთადერთ რეალურ წყაროდ სწორედ ჩინეთი დარჩა.

როგორც Bloomberg-ის წყაროები ამტკიცებენ, შეზღუდვა აწ უკვე არსებულ კლიენტებზეც გავრცელდება, ანუ რუსეთის მოქალაქეებს ჩინურ ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები