მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკი საქართველოში რეფორმების განხორციელებისას მხარდაჭერის გაგრძელებისთვის მზადაა

6194ba4e0d684
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 21:50
486
მსოფლიო ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას რეფორმების განხორციელების პროცესში, მადლობა გადაუხადა და ეკონომიკური აღდგენის პოზიტიური დინამიკა და 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც ისეთ საკითხებს უკავშირდება, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს წარმატებით გაართმევს თავს, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები