მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-მდე გაზარდა

642ebfb22f0d9
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.23 16:51
576
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-მდე გაზარდა, რაც ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ 2022 წელს შექმნილმა ეკონომიკურმა გარემოებებმა - მკვეთრად გაზრდილმა გადმორიცხვებმა და ტურიზმის აღდგენამ საქართველოში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა განაპირობეს. მათთან მიმართებით, 2023 წელს შედარებით დაბალი ზრდა არის მოსალოდნელი, 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული.

“დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია სავარაუდოდ, გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს,” - აღნიშნავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი.

რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის ასე ნაწილდება:

საქართველო - 4.4%;
სომხეთი - 4.4%;
აზერბაიჯანი - 2.2%;
უკრაინა - 0.5%;
რუსეთი - -0.2%
თურქეთი - 3.2%;
ყაზახეთი - 3.5%;
მოლდოვა - 1.8%.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რეგიონის ქვეყნებში (უკრაინის და რუსეთის) გამოკლებით ზრდა საშუალოდ 2.4% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები