მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზrდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი.

მსოფლიო ბანკის მიერ საკუთარი პროგნოზის გაუმჯობესება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მოსალოდნელზე უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან. 2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა, ამასთან, ეკონომიკურ პროგნოზს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელიც წელს საქართველოში 5.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.

რეგიონის ქვეყნების 2024 წლის ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება:

სომხეთი - 5.5%;

აზერბაიჯანი - 2.3%;

საქართველო - 5.2%;

რუსეთი - 2.2%;

უკრაინა - 3.2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები