"მსოფლიო ბანკმა" საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა. განახლებული შეფასებით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება 2027 წლის პროგნოზს, 5.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული პროგნოზია.
პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა სომხეთის შემთხვევაში. მსოფლიო ბანკი ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე 0.4 პროცენტულ პუნქტიანი გაუმჯობესებაა.
აზერბაიჯანის შემთხვევაში პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2%-ია.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-ია, რაც 0.1 პროცენტულ პუნქტიან გაუმჯობესებას ასახავს წინა, ანუ იანვრის პროგნოზთან შედარებით.
2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება:
- საქართველო - 5%-იანი ზრდა/გაუარესება 0.4 პპ;
- სომხეთი - 5.3%-იანი ზრდა/გაუმჯობესება 0.4 პპ.;
- აზერბაიჯანი - 2%-იანი ზრდა/გაუმჯობესება 0.2 პპ.;
- თურქეთი - 2.8%-იანი ზრდა/ გაუარესება 0.9 პპ;
- უკრაინა - 1.2%-იანი ზრდა/ გაუარესება 0.8 პპ;;
- რუსეთი - 0.8%-იანი ზრდა (უცვლელია);
- ყაზახეთი - 4.6%-იანი ზრდა/გაუმჯობესება 0.1 პპ.
მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის (ECA) განვითარებად ქვეყნებში წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო.




























