მსოფლიო ბანკმა 2020 წლის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წელს მსოფლიოს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება, რაც 2019 წელს არსებულ 2.4%-თან შედარებით, 0.1%-ით ნაკლებია. გლობალურად, აღნიშნული ტემპი წარსულში არსებულ ზრდასთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლებია.
რაც შეეხება საქართველოს, ახალი პროგნოზით, 2020 წლისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა შეფასებასთან მიმართებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები მაჩვენებელია.
ამასთანავე მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველოში რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად, შედარებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა.
რეგიონის ქვეყნების მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი ასეთია:
საქართველო - 4.3%;
სომხეთი - 5.1%;
აზერბაიჯანი - 2.3%;
ბელორუსი - 0.9%;
ყაზახეთი - 3.7%;
თურქეთი - 3.0%;
უკრაინა- 3.7%;
რუსეთი - 1.6%.




























