მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

მსოფლიო ბანკმა უკრაინას $93,5 მილიონის ჰუმანიტარული გრანტი გამოუყო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88,5 მილიონი ევროს (93,54 მილიონი აშშ დოლარი, 74,46 მილიონი ფუნტი) გრანტი მიიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გრანტები გამოყენებული იქნება სოციალური, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის საჭიროებებისთვის, ასევე ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად.

ამასთან, სამინისტრო მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდისგან დამატებით 495 მილიონი ევროს გრანტს ელოდება.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები