მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

უკრაინამ აშშ-ისგან $1.25 მილიარდის გრანტი მიიღო

უკრაინამ აშშ-დან 1.25 მილიარდი გრანტი მიიღო.

ქვეყანამ თანხა მსოფლიო ბანკის ფონდის მეშვეობით მეოთხე დამატებითი დაფინანსებისთვის მიიღო, პროექტისთვის - “სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი სახელმწიფო ადმინისტრაციის უზრუნველსაყოფად”.

როგორც უკრაინის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ აშშ-გან, გრანტის სახით, თითქმის 17 მილიარდი დოლარი მიიღო.

აშშ-გან მიღებული გრანტი ქვეყანაში პენსიისა და სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის გადახდას.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები