საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 77 დოლარამდეა გაზრდილი, ზრდა 3%-ს შეადგენს.
ბრენტის ტიპის ნავთობი ბირჟაზე თითქმის 84 დოლარად ივაჭრება, ამ შემთხვევაში ზრდა თითქმის 3%-ია. WTI [West Texas Intermediate] ფასი კი 77 დოლარამდეა გაზრდილი. გაძვირებულია რუსული ურალსიც და თითქმის 69 დოლარად ივაჭრება.
28 თებერვლიდან ირანის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე რყევები გაზარდა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის თითქმის სრული პარალიზება იყო. ჰორმუზის სრუტე, რომელზეც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების 20% მოდის, უკვე რამდენიმე დღეა თითქმის სრულად დაკეტილია.




























