მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მსოფლიო კოსმოსის ათვისებითაა დაკავებული, რუსი ახალგაზრდები კი უაზრო ომს ეწირებიან" - ანდრო გოცირიძე

6231d9a97b367
მარიამ ადამია
16.03.22 21:00
1050

“იმ დროს როდესაც მსოფლიო კოსმოსის ათვისებით, ტექნოლოგიური გარღვევებითა და სხვადასხვა პროგრესული საკითხით არის დაკავებული, რუსი ახალგაზრდები ეწირებიან ყოვლად უაზრო ომს, რომელიც რუსეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ნგრევის, სისხლის და მსხვერპლის გარდა, არაფრის მომტანი არაა,” - ამის შესახებ ანდრო გოცირიძემ, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელმა და BTU-ს პროფესორმა, გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის სიძლიერის შესახებ არსებული მითი, როგორც სამხედრო, ასევე კიბერმიმართულებით დამსხვრეულია.

მისივე თქმით, რუსეთი კიბერუსაფრთხოების კუთხით მოიკოჭლებს, რადგან ბოლო პერიოდში ვიხილეთ გატეხილი არაერთი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროების პერსონალური მონაცემები და რუსი მაღალჩინოსნების სატელეფონო ნომრებიც კი გამოქვეყნდა. ანდრო გოცირიძის თქმით, ამ გზით დასავლეთი სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს რუსეთზე.

“რუსეთში გაბატონებულმა კორუფციამ და ავტორიტარულმა რეჟიმმა ობიექტური გავლენა იქონია საფრთხეების შეფასებებზეც, რაც იმაში გამოიხატება რომ სპეცსამსახურები შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ტოტალიტარული რეჟიმიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ ინფორმაციას აწვდიდა, რომელიც მათთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო და არა რეალობას. ეს ჩანს არამხოლოდ კიბერსივრცეში არამედ სამხედრო ოპერაციებშიც. ჩანს, რომ რუსეთის სადაზვერვო მონაცემები და კონტრდაზვერვა, შიდა საფრთხეების ნეიტრალიზაცია ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა იმ დონეზე ვერ იყო, რაც უკრაინასთან, როგორც მრავალმილიონიან ქვეყანასთან საომარ მდგომარეობას შეესაბამება” - აცხადებს ანდრო გოცირიძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები