მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ლიდერები კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხს განიხილავენ

კრიპტო

დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერები კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხს განიხილავენ.

ინდოეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი ინდუსტრიის დასარეგულირებლად ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას მოიცავს, რომელიც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო უნდა დაიცვას.

პროექტის ინიციატორების განმარტებით, ციფრული აქტივების მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი არ მოიცავს რაიმე სახის აკრძალვებს და ის სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ შემოღებულ რეგულაციასთან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები