დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. გთავაზობთ, მსოფლიო ლიდერების კომენტარებს, როლებმაც ამ დრომდე ტრამპს პრეზიდენტობა მიულოცეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი: "საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის თანამდებობას. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. ერთად ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ მიაღწიონ უფრო დიდ კეთილდღეობას და გააძლიერონ საერთო უსაფრთხოება. ეს არის ტრანსატლანტიკური პარტნიორობის უწყვეტი ძალა".
მარკ რუტე - ნატოს გენერალური მდივანი: "პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47- ე პრეზიდნეტობას და ჯეი დი ვენსს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას.შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ - ნატო-ს მეშვეობით".
კაია კალასი - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: "ვულოცავთ დონალდ ტრამპს მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და ძალა მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას''.
ჯასტინ ტრუდო - კანადის პრემიერ-მინისტრი: "გილოცავთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. კანადასა და აშშ-ს მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვიმუშაოთ ერთად – შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და კეთილდღეობა ორივე ერისთვის".