მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო მედია მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე წერს

61585196ded7a
BM.GE
02.10.21 16:53
671
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ საერთაშორისო მედია წერს -  The New York Times-მა, BBC-მ, Reuters-მა, AlJazeera-მ, Financial Times-მა, Euronews-მა და სხვა გამოცემებმა ფაქტი გააშუქეს.

BBC აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იმ პირობებში თუკი “ქართული ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო განსაზღვრული, თუმცა 2021 წლის ივლისში ეს შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” დატოვა და მსგავს წინაპირობას აღარ ცნობს.

New York Times წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლუციების ტალღის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და 2004-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა; მისი პარტიის დამარცხების შემდეგ კი ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც 2015 წლიდან აქტიურად ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკაში.

Aljazeera აღნიშნავს, რომ კრიტიკოსები საქართველოს მთავრობას პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გატარებაში ადანაშაულებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში მისი არყოფნის პერიოდში ბრალის წაყენების დროს, Interpol-მა ქართულ მხარეს ექს-პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე უარი უთხრა.

პარალელურად, საქართველოსგან ოფიციალური კიევი ახსნა-განმარტებებს ითხოვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს დახმარებას აღმოუჩენს.

"სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა, ჩვენ მას შესაბამის მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. დღეს დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი დაბარებით მოვა. მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ ვიცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც მას უჭირს", – თქვა კულებამ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კი ისინი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები