მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები - მარიამ ქვრივიშვილი

პაპუაშვილი კობახიძე ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გლობალური მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან.

ქვრივიშვილი ამბობს, რომ შეხვედრები შედგება ადგილობრივი [აბუ-დაბის] წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის შეხვედრები, ერთის მხრივ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გამყარებაზე, ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ამასთანავე, შეხვედრები შედგება ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან და მათთან ვისაუბრებთ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და მათ წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები, მეორეს მხრივ კი მათ გააცნოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე სამიტზე სიტყვით დღეს, 11 თებერვალს გამოვა.

2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. რიგით მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი - წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც სამიტის ვებსაიტზე 29 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული. სინამდვილეში, სამიტზე დასწრებას ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები