ენერგეტიკული გიგანტის, TotalEnergies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ პუიანემ CNBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების გადამუშავების მარჟამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია.
როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ომის გამო კომპანიის წარმოების 15% გაჩერებულია, ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ ეს დანაკარგი სრულად დააბალანსა. პუიანეს თქმით, კრიზისი ყველაზე მეტად პროდუქტების ბაზარზე, კერძოდ, საავიაციო საწვავზე აისახა, რასაც მომხმარებელი უკვე გრძნობს.
CNBC-სთან საუბრისას პუიანე ყურადღებას ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების ფონზე, იმ სტრატეგიული მონაკვეთის ჩაკეტვა, სადაც გლობალური სასუქების 30% გადის, არამარტო მოკლე, არამედ გრძელვადიან რისკებს შეიცავს.




























