მსოფლიოში, საშუალოდ, 80 მასშტაბური საფონდო ბირჟა არსებობს, რომელთა ჯამური ღირებულება 110 ტრილიონ დოლარს აღემატება. საინტერესოა, რომ ორი უმსხვილესი ბირჟა - ნიუ-იორკისა და ნასდაქის - გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციის 42.4%-ს განაგებს. განვითარებადი ეკონომიკების სწრაფი ზრდის ტემპის მიუხედავად, კაპიტალის ბაზრების წამყვან ქვეყნად კვლავ აშშ რჩება.
გამოცემა Visual Capitalist მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების TOP 25-ს აქვეყნებს, რომლებიც საერთო კაპიტალიზაციის 96.6%-ს ფარავს. პირველ ორ ადგილს, როგორც აღვნიშნეთ, ნიუ-იორკისა და ნასდაქის ბირჟები იკავებენ, სადაც ფასიან ქაღალდებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები: Apple, Nvidia, Disney, Amazon და სხვები ათავსებენ.
რეიტინგის TOP 10 კი ასე გამოიყურება:
- New York Stock Exchange - $25 ტრილიონი
- Nasdaq - $21.7 ტრილიონი
- Euronext - $7.2 ტრილიონი
- Shanghai Stock Exchange - $6.7 ტრილიონი
- Japan Exchange Group - $5.9 ტრილიონი
- Shenzhen Stock Exchange - $4.5 ტრილიონი
- Hong Kong Exchange - $4.2 ტრილიონი
- National Stock Exchange of India - $3.5 ტრილიონი
- LSE Group - $3.4 ტრილიონი
- Saudi Exchange - $3.1 ტრილიონი