კიბერუსაფრთხოების სპეციალისტ ანდრო გოცირიძის აზრით, საქართველოს პარტნიორები სჭირდება. როგორც მას BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა "მსოფლიოში გადალაგებები მიდის და საქართველო ამ პროცესს მნიშვნელოვანი პარტნიორების გარეშე ხვდება“.
მისი მოსაზრებით, საქართველო დღეს მარტოა.
"აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ევროკავშირისკენ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ამის გარეშე კი საქართველო მარტო დგას იმ გამოწვევებთან, რაც მსოფლიოში მრავლადაა. არა მარტო საქართველოში, გამოწვევებია ისეთი ქვეყნებისთვისაც, როლებსაც გაცილებით მეტი უსაფრთხოების ქოლგა აქვთ, თუნდაც "ნატოს" ქოლგა - იგივე ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს, საფრანგეთს. საფრანგეთიც კი უფრთხის უკრაინაში ომის ისეთ დასასრულს, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიოს ასეთ ძლიერ ქვეყნებს.
საქართველოსთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა განაპირობა მსოფლიოში შექმნილმა 90-იანი წლების ვითარებამ და ამას დასჭირდა მთელი პლეადა, რომლებმაც ოფლის და სისხლის ფასად მოიტანეს ის რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყანამ. შემდეგ ამას დაემატა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, ცენტრალური აზიის რესურსები და ა.შ ეს იყო ის ძირითადი წერტილი შეხებისა, რაც დასავლეთს და აშშ-ს უნერგავდა საჭიროებას რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი ვყოფილიყავით.
ახლა საფრთხეა, რომ ეს ურთიერთობები იმდენად ხანგრძლივვადიანად ხომ არ არის დაზიანებული, რომ ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლების პირობებში ამ ურთიერთობების აღდგენის რისკი ხომ არ დგას", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.