მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე“ - სარჯველაძე

სარჯველაძე

„მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტში, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მის განცხადებით, სიახლეები შეეხება პროგრამების როგორც ხარისხობრივ, ისე შინაარსობრივ გაუმჯობესებასა და განვითარებას.

„ჩვენ, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, დღეს არსებული სისტემის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე. ეს მოიცავს ყველა მიმართულებას - სპორტული მედიცინიდან დაწყებული, ონკოლოგიური მედიცინით დამთავრებული - ერთის მხრივ, შევეცდებით,
გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და მეორეს მხრივ, სწორედ ამ ბაზისზე განვახორციელოთ შემდეგი პროგრესი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები