მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი არგუმენტი არის ის, რომ კანონია კარგი"-ირაკლი კობახიძე "რუსულ კანონზე"

ირაკლი კობახიძე

[გამჭვირვალობის კანონის]მთავარი არგუმენტი არის ის, რომ კანონია კარგი,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონი წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დეკლარაციის წარდგენას ითვალისწინებს, შესაბამისად სამართლებრივი შენიშვნები კანონთან დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი.

"ოპოზიციას რომ აქვს დესტრუქციული დამოკიდებულება, საერთოდ არ არის გასაკვირი, რადგან შეუძლებელია რაიმე კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა წარმოადგინონ ამ კანონთან დაკავშირებით.

კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-მა საკუთარი დეკლარაციები უნდა წარადგინონ. რაც არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რაც უნდა დააკმაყოფილოს არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამიტომ, ვერავითარი სამართლებრივი შენიშვნა ვერ იქნება ვერანაირად წარმოდგენილი კანონთან დაკავშირებით და ამას უკავშირდება ოპოზიციის ეს დესტრუქციული დამოკიდებულება.

დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები, მათ შორის იუსტიცია რას აკეთებს, სანქცია რა არის და ა.შ. ეს არის არსებითად ტექნიკური დანართი, რაც აქვს ძირითად რეგულაციას",- აცხადებს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები