მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი ჩემი ქვეყნის ინტერესებია, რაც ზოგჯერ პარტიებისგან უნდა დავიცვა - გოჩა ჯავახიშვილი

გოჩა ჯავახიშვილი

საფრანგეთში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი BMG-სთან მისი გადადგომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. დიპლომატისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირება. ყოფილი ელჩი ამბობს, რომ არცერთი პარტიის წევრი არ არის და ქვეყნის ინტერესებს პარტიებისგან დაიცავს.

"არ მეგონა, რომ ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ამას. ეს ჩემი გულწრფელი აზრი იყო და მინდოდა, ჩემ სინდისთან მართალი ვყოფილიყავი. ნაბიჯი ამიტომ გადავდგი. მომაწერეს ნაცი ხარო, არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი ან აქტივისტი. არ მიყვარს პოლიტიკური პარტიები, რადგან პოლიტიკურ პარტიებს ხშირად თავიანთი და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთში ერევათ. მე სახელმწიფო მოხელე ვარ და ჩემთვის პარტია და მთავარი საზრუნავი ჩემი ქვეყანა, მისი ინტერესებია. ვაცნობიერებ, რომ ზოგჯერ ეს ინტერესები ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან უნდა დავიცვა", - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. მან განაცხადა, რომ ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა და ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებას ნიშნავს. "მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს", - დაწერა ყოფილმა ელჩმა სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები