ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნება" 42%-ს იღებს. "მთავარი არხის" დაკვეთით, კვლევა ჩაატარა HarrisX-მა და შედეგები ასეთია:
"კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - 18%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” - 13%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” - 9%
„გახარია საქართველოსთვის” - 8%
"ქართული ოცნება" - 42%
ინფორმაციისთვის, ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.