მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ვერ გახდება EU-ის წევრი, თუ იქნება ერთპარტიული ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აკრძალულია - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, თუ იქნება ერთპარტიული ქვეყანა, რომელშიც ოპოზიცია აკრძალულია და რომლიდანაც სამოქალაქო ორგანიზაციებს საზღვარგარეთ მიდიან, რათა მუშაობა შეძლონ. ასევე, თუ ადამიანების საბაზისო უფლებები, უმცირესობების უფლებების ჩათვლით, არ იქნება დაცული. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მას "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო განცხადებებზე ჰკითხეს, რის საპასუხოდაც ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი კონკრეტულ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებიცაა თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა ამ ნორმებს დაიცავს.

"ვიმედოვნებ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს მიჰყვება. ნება მომეცით ძალიან ღიად გითხრათ, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება სახელმწიფო, რომელშიც ოპოზიცია აკრძალულია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება უცხოეთში წასვლა, რათა იფუნქციონიროს, თუ ადამიანების საბაზისო უფლებები, უმცირესობების უფლებების ჩათვლით არ არის დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის არასაკამათო პრინციპები, რომელსაც ყველა მოქმედი და მომავალი წევრი სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს",- განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები