საქართველოს მთავრობა ბიზნესის დაფინანსებისთვის ახალი მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს. საუბარია ბიზნესის წილობრივი დაფინანსების ფონდის შექმნაზე, რომლის მოცულობაც $30 მილიონი დოლარი იქნება.
BMG-ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, რომ ახალი ფონდი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული.
აღნიშნული პროგრამის შედეგად სახელმწიფო ბიზნესების კაპიტალში წილობრივ მონაწილეობას მიიღებს.
“სხვადასხვა პროგრამებზე ვმუშაობთ, მათ შორისაა წილობრივი თანამონაწილეობის ფონდის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირით. ამ პროექტშიც მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან ვსაუბრობთ, სადაც სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ლიმიტირებული პარტნიორის ფორმით, შარშან როგორც ჩამოყალიბდა პირველი ვენჩურული ფონდი, იქაც ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ი მონაწილეობს ლიმიტირებული პარტნიორის ფორმით. ანალოგიური ფორმით ვამუშავებთ წილობრივი კაპიტალის ფონდის შექმნის პროექტს, რომელიც დაახლოებით მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ჩამოყალიბებული.
ჩვენ პარტნიორებთან ერთად დეტალური კვლევა ჩავატარეთ მიზანშეწონილობის, პირველი ფონდის ზომა დაახლოებით $30 მილიონი დოლარი იქნება ფონდის ზომა, რაც ბაზრის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე არის ოპტიმალური,”- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.