ახალ პროექტებს სახელმწიფო 90%-იანი საბანკო გარანტიით დაეხმარება, ხოლო არსებულ პროექტებს 30%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთია საკრედიტო-საგარანტიო სქემის შემოღების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს. შინაარსი კი არის ის, რომ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 90%-იანი საბანკო გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი, მას სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30%-ით, ეს იქნება ამ კომპანიების მდგრადობის საფუძველი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.