მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ელექტროენერგიის ექსპორტის კლებას ელის - როგორია 2023 წლის პროგნოზი?

63a9e4add2624
ნინო ტაბატაძე
27.12.22 10:27
801
ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის ექსპორტის პირველადი პროგნოზი კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა.

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მომავალ წელს, ექსპორტზე 633.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანაა ნავარაუდევი, რაც 2022 წლის შედეგზე 34.9%-ით ნაკლებია. წელს ექსპორტზე 972.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ექსპორტი აქტიური იყო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, რაც დიდწილად თურქეთში გაზრდილმა მოთხოვნამ და ფასებმა განაპირობა.

2023 წლის პროგნოზით, ელექტროენერგიის ექსპორტი ასე ნაწილდება:

• მაისი - 185 მლნ კვტ.სთ
• ივნისი - 208.4 მლნ კვტ.სთ
• ივლისი - 158.9 მლნ კვტ.სთ
• აგვისტო - 81 მლნ კვტ.სთ

მომავალ წელს, ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ჯამში საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავება 13.719 მლრდ კვტ.სთ იქნება. აქედან 10.8 მლრდ ჰესებზე მოდის, 2.82 მლრდ თბოსადგურებზე და 84 მლნ კვტ.სთ ქარის სადგურზე.

რაც შეეხება მოხმარებას, ის 15.398 მლრდ კვტ.სთ იქნება, 1.4%-ით მეტი 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის 1 მარტიდან დაგეგმილია ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა, რომლის ფონზე ახლებურად დარეგულირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსის შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურები. შედეგად, 2023 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ხელახალი განხილვა და დამტკიცებაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები