თბილისში, ოქროყანის დასახლებაში 5528 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
16 აგვისტოს გამოცხადებულ აუქციონზე, სახელმწიფო ქონების საწყისი ღირებულება 2 770 000 ლარია.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა 277 000 ლარია, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთზე გადის შპს „თბილისი ენერჯის“ მოქმედი მიწისზედა D=150 მმ-იანი საშუალო წნევის მილსადენი, რაც მომავალმა მესაკუთრემ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს.
ელექტრონული აუქციონი 30 აგვისტოს დასრულდება.